top of page

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
 

ვებგვერდზე www.Coffeeacademy.guru-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად Coffeeacademy.guru მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მომხმარებელი, რომელიც Coffeeacademy.guru-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას Coffeeacademy.guru-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Coffeeacademy.guru-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, Coffeeacademy.guru-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს Coffeeacademy.guru-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
 

 

თანხმობა

Coffeeacademy.guru-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, Coffeeacademy.guru-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია Coffeeacademy.guru-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

 

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

Coffeeacademy.guru მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

  • არსებობს მომხმარებლის თანხმობა.

  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა Coffeeacademy.guru-ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

 

უკან დაბრუნება

დაბრუნების პირობები წარმოადგენს Coffeeacademy.guru-თ სარგებლობის პირობების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად თანხმობის შემთხვევაში თქვენ ავტომაურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებსაც.

რა შემთხვევაში ვიბრუნებთ?

  1. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე, თუ:

  • მიწოდების შემდეგ დაირღვა პროდუქტის ჰერმეტულობა, ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია პირვანდელი სახის დაკარგვის გამო;

  • პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 50 ლარს;

  • მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (კოლოფი, თავსახური, ეტიკეტი და სხვა);

  • პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი ან არის ნაკლული;

  • დოკუმენტალურად არ დასტურდება, რომ პროდუქტი შეძენილია Coffeeacademy.guru-ზე.

    2. Coffeeacademy.guru - მა არ შეასრულა ვალდებულება:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;

  • პროდუქტი დაზიანებულია;

  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა Coffeeacademy.guru-ის მხრიდან 24 საათზე მეტით; 

    3. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.

საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.

 

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?

შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და ელ ფოსტაზე: info@Coffeeacademy.guru

 

რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?

თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?

თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 48 საათში

როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?

Coffeeacademy.guru ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან

 

როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?

  • თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.

ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

  • Coffeeacademy.guru-ი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას.

bottom of page